ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბრიდან დროებით აღდგება

7 დეკემბერი, 2019 • 1315
ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა 8 დეკემბრიდან დროებით აღდგება

თბილისის მერის განცხადებით, 8 დეკემბრიდან 8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდება და ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება, 8 იანვრიდან კი საგზაო სამუშაოები ვაკის პარკამდე გაგრძელდება.

“ჭავჭავაძის გამზირზე ამჟამად ტროტუარების დასუფთავება მიმდინარეობს, რომლებიც ახალი ფილებით არის მოპირკეთებული. რაც შეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დარჩენილი მონაკვეთის მოასფალტება დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. 8 დეკემბერს ეს მონაკვეთიც დაიხაზება და ჭავჭავაძის გამზირზე გზა გაიხსნება. დაგეგმილი საგზაო სამუშაოები 8 იანვრამდე შეჩერდება. შუქნიშნები დაიდგმება და მოძრაობა აღდგება ისე,
როგორც ეს გამზირის რეაბილიტაციამდე იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ტოტუარების მოწესრიგებას და გამწვანების სამუშაოებს. საგზაო სამუშოები კი 8 იანვრიდან განახლდება და ვაკის პარკამდე გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამზირზე საგზაო სამუშოების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება ახალი წლის პერიოდის გამო მიიღეს, რადგან ამ პერიოდში ქალაქში ავტომანქანების მოძრაობა გადატვირთულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი