ახალი ამბები

პარტიაში არ ადასტურებენ, რომ ბურჯანაძემ გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში მოიხადა

6 დეკემბერი, 2019 • 1203
პარტიაში არ ადასტურებენ, რომ ბურჯანაძემ გავრილოვის ინციდენტზე ბოდიში მოიხადა

რუსული საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტისას განვითარენული მოვლენების გამო.

“მე არ შემეშინდება, ბოდიში მოვიხადო იმ სრულიად არასასიამოვნო ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ შეგაწყვეტინეთ [სიტყვა], მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, სანამ ბოდიშს არ მოვიხდი, ვინაიდან მგონია, რომ ეს, პირველ რიგში, ქართველი ერის, ქართლი სახელმწიფოს შეურაცხყოფაა”, – ციტირებს გამოცემა ნინო ბურჯანაძეს და დასძენს, რომ კოსაჩოვმა, თვის მხრივ, ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა.

“დემოკრატიულ მოძრაობაში” “ნეტგაზეთს” არ დაუდასტურეს აღნიშნული ინფორმაცია. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ბურჯანაძემ უბრალოდ მწუხარება გამოთქვა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, მაგრამ არანაირი ბოდიშის მოხდას ადგილი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი