ახალი ამბები

14 დეკემბერს “ქართული ოცნება” აქციას გამართავს

6 დეკემბერი, 2019 • 6702
14 დეკემბერს “ქართული ოცნება” აქციას გამართავს

14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

“14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან,”-განაცხადა ჩაკვეტაძემ.

2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. მინისტრთა კომიტეტი ევროპის საბჭოს აღმასრულებელი ორგანოა. ის აერთიანებს ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ან მათ მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლებს სტრასბურგში. ის განსაზღვრავს ევროპის საბჭოს პოლიტიკას, ამტკიცებს ორგანიზაციის ბიუჯეტს და საქმიანობის პროგრამას.

მასალების გადაბეჭდვის წესი