ახალი ამბები

ქუთაისში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს – LIVE

6 დეკემბერი, 2019 • 1519
ქუთაისში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს – LIVE

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. თავდაპირველად ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები კიკვიძის სკევრში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა დაიწყო.

როგორც აკაკი ბობოხიძე ტელეკომპანია “პირველთან“ საუბარში ამბობს, მსვლელობა მშვიდობიანი იქნება, გზად აქტივისტები კი “ქართული ოცნების“ ოფისს გაივლიან და იქ თავიანთ პროტესტს გამოხატავენ.

აკაკი ბობოხიძე ასევე ამბობს, რომ მსვლელობა, დაახლოებით, 2 საათს უნდა გაგრძელდეს, თუმცა, თუ ხელისუფლება მათ ხელს შეუშლის, “პროცესი შეიძლება დროში გაიწელოს“. აქციას, გარდა აკაკი ბობოხიძისა, უერთდებიან ოპოზიციის ლიდერებიც, მათ შორის, გიგა ბოკერია, გრიგოლ ვაშაძე, გიგი უგულავა და სხვა.

ქუთაისში დაგეგმილი აქციის შესახებ ცნობილი, დაახლეობით, 1 კვირის წინ გახდა. აქციის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა. გარდა ამისა, ოპოზიცია კვლავაც გეგმავს საქართველოს პარლამენტის პიკეტირებას, როდესაც პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენები განახლდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

გასული დღეების განმავლობაში ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზციის ოფისთან “ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა, რომელთა შორის ოპოზიციის ცნობით, საჯარო მოხელეებიც არიან, ორი აქცია გამართეს და შენობას კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს.

ოპოზიცია აქციის გამართვას ქუთაისში გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი