ახალი ამბები

ავტოავარია, რომელშიც ალბერ კამიუ დაიღუპა, შესაძლოა KGB-მ დაგეგმა – ახალი წიგნი

6 დეკემბერი, 2019 • 4177
ავტოავარია, რომელშიც ალბერ კამიუ დაიღუპა, შესაძლოა KGB-მ დაგეგმა – ახალი წიგნი

ალბერ კამიუს გარდაცვალებიდან 60 წლის შემდეგ გამოქვეყნებული ახალი ნაშრომის მიხედვით, ავტოავარია, რომელსაც ნობელის პრემიის ფრანგი ლაურეატი 46 წლის ასაკში ემსხვერპლა, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (KGB) აგენტების მიერ იყო მოწყობილი მწერლის ანტი-საბჭოთა რიტორიკის გამო.

როგორც “გარდიანი” წერს, წიგნი იტალიელ ავტორს ჯოანი კატელის ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული თეორია პირველად 2011 წელს გააჟღერა. კამიუს გარდაცვალების ეს ვერსია ჩეხ მთარგმნელს, ჟან ზაბრანას ეკუთვნის, რომელმაც საკუთარ დღიურებში აღწერა, რომ კამიუს სიკვდილი უბედური შემთხევა არ იყო. სწორედ ამ თეორიის განვრცობას ეძღვნება კატელის ახალი წიგნი.

ალბერ კამიუ 1960 წლის 4 იანვარს დაიღუპა. მანქანაში მწერალი გამომცემელთან ერთად იმყოფებოდა, რომელმაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და მანქანა ხეს შეეჯახა. კამიუ ადგილზე გარდაიცვალა მისი გამომცემელი კი რამდენიმე დღის შემდეგ.

“ჩანდა, თითქოს ინციდენტი გახვრეტილი საბურავის ან დაზიანებული ღერძის გამო მოხდა. ექსპერტები საგონებელში ჩააგდო იმან, რომ შემთხვევა სწორ, განიერ და ცარიელ გზაზე მოხდა” – წერდა კამიუს ბიოგრაფიის ავტორი ჰუბერტ ლოტმანი.

კატელის მიხედვით, საკუთარ დღიურებში ზაბრანა კამიუს სივდილში KGB-ს ადანაშაულებს. ზაბრანა წერს, რომ სავარაუდოდ მანქანის საბურავს გარკვეული საგანი მიამაგრეს, რომელმაც მანქანის მოძრაობისას საბურავი გახია.მისი თქმით, ბრძანება საბჭოთა კავშირის შს მინისტრმა დიმიტრი შეპილოვმა გასცა:

“როგორც ჩანს, საბჭოთა დაზვერვას სამი წელი დასჭირდა ამ ბრძანების შესასრულებლად. მათ ეს იმგვარად მოახერხეს, რომ დღემდე ყველას ჯერა კამიუ ჩვეულებრივ ავტოავარიაში დაიღუპა. ადამიანმა, რომელმაც ეს ამბავი მიამბო, წყარო არ დამისახელა, თუმცა ირწმუნება, რომ ის აბსოლუტურად სანდოა” – წერდა ზაბრანა საკუთარ დღურებში.

კატელიმ წლები გაატარა ზაბრანას ცნობების სანდოობის გადამოწმებაში. წიქნზე მუშობისას მან ზაბრანას ქვრივთან ინტერვიუ ჩაწერა და საფრანგეთში KGB-ს მოქმედებები შეისწავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი