პროკურატურის ინფორმაციით, ჩხოროწყუში პოლიციის თანამშრომელი გაუპატიურების ბრალდებით არის დაკავებული.
როგორც ნეტგაზეთს პროკურატურაში უთხრეს, მას ბრალი რამდენიმე საათში წარედგინება:
“დაკავებულია სასამართლოს განჩინებით, კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება ბრალი.”
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის (გაუპატურება) პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
“მთავრი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში კაცი ყვება რომ პოლიცელმა ის გააუპატიურა. მისივე თქმით, პოლიციელი გაუპატიურების შემდეგ მას ემუქრებოდა: “მეუბნებოდა რომ თუ ამ თემაზე ხმას ამოვიღებდი, ამას ძალიან ცუდი ამბავი მოჰყვებოდა.”