ახალი ამბები

რუსეთში კაცმა ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და მიგრანტები მოატყუა, რომ ევროპაში გადაჰყავდა

6 დეკემბერი, 2019 • 3355
რუსეთში კაცმა ყალბი სასაზღვრო პუნქტი ააგო და მიგრანტები მოატყუა, რომ ევროპაში გადაჰყავდა

რუსეთში დააკავეს კაცი, რომელმაც ყალბი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ააშენა და 4 მიგრანტი მოატყუა, რომ ისინი ევროპაში გადაჰყავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როდესაც “სასაზღვრო პოსტს” მიაღწიეს, მან მიგრანტები მარტო დატოვა. მიგრანტებს ეგონათ, რომ უკვე ფინეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სინამდვილეში კი ჯერაც რუსეთში, ვიბორგის ჭაობიან ტყეში იყვნენ.

მოგვიანებით 4 სამხრეთ აზიელი მიგრანტი ნამდვილმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და უთხრეს, რომ ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებოდნენ.

კაცმა, რომელმაც ისინი მოატყუა, თითოეულ მათგანს გასამრჯელოს სახით 11 ათასი დოლარი გამოართვა.

საბოლოოდ ხუთივე მათგანი დააკავეს. პეტერბურგის სასამართლომ მიგრანტების რუსეთიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო მეხუთე, ვინც ისინი მოატყუა, სასჯელს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი