ახალი ამბები

ასეთია უკრაინა რუკაზე ყირიმის გარეშე – უკრაინული პარტიის პასუხი Apple-ს

5 დეკემბერი, 2019 • 4389
ასეთია უკრაინა რუკაზე ყირიმის გარეშე – უკრაინული პარტიის პასუხი Apple-ს

ორივე მხრიდან ჩაკბეჩილი ვაშლი და წარწერა: „ასე გამოიყურება უკრაინა რუკაზე ყირიმის გარეშე“, — ასე გამოეხმაურა უკრაინული პარტია „ხმა“ (Голос) ამერიკული კომპანია Apple-ის გადაწყვეტილებას, თავიანთ რუკაზე რუსეთს მიათვალონ ანექსირებული ყირიმი.

„Apple, ყირიმი უკრაინაა“, — წერს პარტია.

რამდენიმე დღის წინ ეპლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შემდეგაც კომპანიის რუსეთში მყოფი მომხმარებლები რუკების, ამინდისა და სხვა აპლიკაციებში ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად ხედავენ.

ევროკავშირსა და აშშ-ს სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი