ახალი ამბები

ისლანდია ბიუჯეტში კეთილდღეობას მშპ-ზე წინ აყენებს – BBC

5 დეკემბერი, 2019 • 3040
ისლანდია ბიუჯეტში კეთილდღეობას მშპ-ზე წინ აყენებს – BBC

ისლანდიის პრემიერმინისტრი სხვა ქვეყნების ლიდერებსა და მთავრობებს მოუწოდებს, ბიუჯეტის დაგეგმვისას პრიორიტეტულად აქციონ მწვანე და კეთილდღეობის პოლიტიკა და მხოლოდ მთლიან შიდა პროდუქტზე (მშპ-ზე) ნუ ექნებათ აქცენტი.

როგორც BBC წერს, ისლანდიის პრემიერი კატრინ იაკობსდოტირი შოტლანდიის პირველ მინისტრთან ნიკოლა სტარჯენთან და ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრ ჯაკინდა არდერნთან ერთად აპირებს, პროპაგანდა გაუწიოს „კეთილდღეობის დღის წესრიგს“.

იაკობსდოტირი ამბობს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისას, მშპ-ის მაჩვენებელი რიცხვების გარდა, საჭიროა ახალი სოციალური ინდიკატორები გათვალისწინებაც.

იაკობსდოტირი მთავრობებს მოუწოდებს, შექმნან „ალტერნატიული მომავალი, რომელიც დაფუძნებულია კეთილდღეობასა და ინკლუზიურ [ეკონომიკურ] ზრდაზე“.

ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი იმ არაერთ ეკონომისტ შორისაა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი — რაც ქვეყანაში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას ზომავს — ოპტიმალური საზომი არ არის, რადგან მასში ვერ აისახება კლიმატის ცვლილება, უთანასწორობა თუ სხვა ფენომენები, რაც დღევანდელი საზოგადოებების ყოფას განსაზღვრავს.

წყარო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი