“საკანონმდებლო ცვლილებებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა ყველა მიმართულებით. ჩვენი დამოკიდებულება არის ნეგატიური. ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, არა მხოლოდ არსებული მენეჯმენტის პირობებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევაში მონაწილეობს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი. აქ პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩართვა არის მნიშვნელოვანი და დამატებითი გარანტია იმისა, რომ ეროვნული ბანკის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა მომავალშიც იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
თამაზ მეჭიაურმა და ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს საბანკო სექტორზე ზედამხედველობის კონტროლის უფლება ჩამოერთმევა.