კომიტეტების გაერთაინებულ სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გიორგი ქადაგიძის მიმართ კითხვები ძირითადად ლარის კურსის გაუფასურების გარშემო დაისვა.
საკომიტეტო განხილვა 5 საათს გაგრძელდა. კომიტეტების შეფასებით ეროვნულმა ბანკმა ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია და ვერ უზრუნველყო ქეყანაში ლარის კურსის სტაბილურობა.
“ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა ყველა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დადებითად ფასდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი, ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, ჩვენს საქმიანობას დადებითად აფასებს. სამწუხაროა, რომ საპარლამენტო კომიტეტების წევრებმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს. ახლა მნიშვნელოვანია სწრაფი და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკის ის ფუნდამენტური ფაქტორები, რამაც ლარის გაუფასურება გამოწივია, მაქსიმალურად სწრაფად დაკომპენსირდეს, რათა გავლენა მოსახლეობისთვის ნაკლებდ მტკივნეული იყოს”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.