ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის ცოლი მეჰრიბან ალიევას სტუმრის რანგში ყარაბაღში იწვევს

5 დეკემბერი, 2019 • 1766
ფაშინიანის ცოლი მეჰრიბან ალიევას სტუმრის რანგში ყარაბაღში იწვევს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა აკოფიანი მეჰრიბან ალიევას, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ცოლსა და ვიცეპრემიერს მთიან ყარაბაღში იწვევს. ამის შესახებ ანა აკოფიანმა განაცხადა კონფერენციაზე, სახელწოდებით “ქალის როლი მშვიდობის დამყარებაში, შესაძლებლობები და გამოწვევები”. 

“რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ Telegram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მათი ოცნებაა მუღამის მოსმენა არწახში. მე მეჰრიბან ალიევას არწახში ვიწვევ, ჩვენი სტუმარი იქნება. ჩვენმა ხალხმა, არწახელებმა იციან, როგორ უმასპინძლონ სტუმრებს, როგორი პატივისცემა გამოიჩინონ. ჩვენ შევძლებთ მისი ოცნების ასრულებას. თუ ის მიიღებს ამ მოწვევას, მე მზად ვარ ბაქოში ჩავიდე”, – ამბობს ანა აკოფიანი. 

მისივე თქმით, თუკი მეჰრიბან ალიევა არწახში ჩასვლას ომის საშუალებით გეგმავს, მაშინ მისი ოცნება ვერ ახდება.

“თუკი ისინი ახალ ომს დაიწყებენ, ახალი დასახლებული პუნქტები გაჩნდება, სადაც მათთვის მუღამის მოსმენა კიდევ ერთ ოცნებად დარჩება”. 

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი