აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, რომ “სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მომხრეთა ორგანიზებული პროვოკაციებისა და, ასევე საქართველოს მოქალაქეთა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მასიური გადმოსვლის შედეგად მოხდეს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთან გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ 25 მაისის 20:00-საათიდნ ვითარების ნორმალიზაციამდე”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას | |