ახალი ამბები

რუსეთში პოლარულ დათვს ტანკის ნომერი მიახატეს

5 დეკემბერი, 2019 • 1095
რუსეთში პოლარულ დათვს ტანკის ნომერი მიახატეს

რუსულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა პოლარული დათვის ამსახველი მასალა, რომელსაც ტყავზე წარწერა „T-34“ აქვს დახატული, რამაც ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია, წერს BBC.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამის გამო ცხოველმა შეიძლება შენიღბვის საშუალება და შესაბამისად, ნადირობის შესაძლებლობა დაკარგოს. მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, თუ კონკრეტულად სად მოხდა ვიდეოს გადაღება.

მასალა პირველად სერგეი კავრიმ, WWF-ის წევრმა გაავრცელა, შემდეგ კი ასე ადგილობრივი მედიის ყურადღების ქვეში მოიქცა. როგორც კავრი ამბობს, ვიდეო პირველად ნახა WhatsApp-ის ჩათში, რომელშიც არიან ჩუკოტკაში მცხოვრები უმცირესობები და იქ მომუშავე მეცნიერები. მისივე თქმით, ისინი დათვს არაფერს დაახატავდნენ.

„არ ვიცი დეტალები – რომელ რეგიონში, ოლქში, ან ადგილას გადაიღეს [ვიდეო]“, – განაცხადა კავრიმ. 

WWF-ის რუსეთის განყოფილების პრეს-მდივნის, დარია ბუიანოვას თქმით, ფოტოების ნახვა „დიდი შოკი“ იყო, ხოლო თავად ჟესტი „ცუდ ხუმრობას წააგავს“.

ტანკი Т-34 მეორე მსოფლიო ომის დროის გამოიყენებოდა და დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის მიერ აღმოსავლეთ ფრონტზე გამარჯვების მოპოვებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი