ახალი ამბები

საფრანგეთის ალპებში რუსული ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს – Le Monde

5 დეკემბერი, 2019 • 1332
საფრანგეთის ალპებში რუსული ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს – Le Monde

ფრანგული გამოცემა Le Monde-ს თანახმად, საფრანგეთის ალპებში რუსი ჯაშუშების ბაზა აღმოაჩინეს.

გამოცემა წერს, რომ 2018 წლის გაზაფხულზე, ბრიტანულმა, ფრანგულმა და შვეიცარიულმა სპეციალურმა ქვედანაყოფებმა, აშშ-ს პარტიორების დახმარებით, გრუ-ს [რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახური] 15 ჯაშუში გამოაშკარავეს. 15-ვე იმ დანაყოფის წევრი იყო, რომლებიც 2014-218 წლებში ევროპაში ოპერირებდნენ და ძირითადად მკვლელობებსა და საბოტაჟზე იყვნენ მიმართულნი.

Le Monde ამბობს, რომ სწორედ ამ ჯაშუშებს მიუძღვით პასუხისმგებლობა იულია და სერგეი სკრიპალების საქმეშიც. მათივე ინფორმაციით, ჯაშუშები ოპერირებდნენ მოლდოვაში, ჩერნოგორიაში და სხვა ქვეყნებში, თუმცა, არა საფრანგეთში.

წაიკითხეთ ასევე:

ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელი გერმანიაში ყალბი პასპორტით ჩავიდა – ჟურნალისტური გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი