“საინფორმაციო ანალიტიკურმა დეპარტამენტმა გადასცა ცხელი ხაზის საშუალებით ევროკომისიის სადამკვირვებლო მისიას, ველოდებით მათი მხრიდან დადასტურებას”, – განაცხადეს უწყებაში.
ქართული მხარის ცნობით, ბოლო 5 თვის განმავლობაში 60-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა მოხდა.
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2009-2015 წლებში რუსეთის ფედერაციის ჯარის მიერ „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით 2 117 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთში, ხოლო 701 პირი ცხინვალის რეგიონში გადასვლის გამო დააკავეს.
ცხინვალის 2004 წლის დეკემბრის სტატისტიკით, “მხოლოდ ხუთ თვეში საქართველოსთან საზღვრის უკანონო გადაკვეთის 197 ფაქტი დარეგისტრირდა”. ახალ ფაქტებთან დაკავშირებით ცხინვალში ოფიციალური განმარტებები არ გაკეთებულა.
| |||