პარტიის თავმჯდომარის, გარიკ სამანბას თქმით, არ გამართლდა იმედები იმასთან დაკავშირებით, რომ “პრეზიდენტი ხაჯიმბა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თავისი ხალხის ინტერესების შესაბამისად, შეეცდებოდა ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალის კონსოლიდაციას”.
სამანბა ამბობს, რომ პარტია “ამცხარა” დღეს “აფხაზეთში ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, ამიტომაც ჩვენ სერიოზულ სტრატეგიულ საკითხებს ვაყენებთ ჩვენი ამოცანების შესასრულებლად 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის”.
მისივე განცხდებით, “იგეგმება პარტიის რეორგანიზაცია და ეს უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს”.
1992-93 წლების საქართველო-აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ამცახარამ” 2013 წელს თავი პოლიტიკურ პარტიად წარადგინა.
| ||