ახალი ამბები

“ოცნების” აქტივისტები ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს დაუპირისპირდნენ

3 დეკემბერი, 2019 • 902
“ოცნების” აქტივისტები ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს დაუპირისპირდნენ

ქუთაისში ,”თავისუფალი საქართველოს” ოფისთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები უნდა შეკრებილიყვნენ, “ქართული ოცნების” აქტივისტები შეიკრიბნენ და ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის, “ევროპული საქართველოს” წევრ აკაკი ბობოხიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს:

“ათი იმდენი გამოვალთ, რამდენი ამათი ლიდერი დააპირებს ქალაქში ჩამოსვლას”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხთან”.

მათი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელიუფლებაში მოსვლა დაუშვებელია და ამას აპროტესტებენ.

აქტივისტებს ოპოზიციის ოფისში შესვლის საშუალებას პოლიციის კორდონი არ აძლევდა. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ოპოზიციის ლიდერებმა “თავისუფალი საქართველოს” ოფისი დატოვეს, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი