ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა რიგის სამიტის დეკლარაციაზე ხელმოწერა გადაწყვიტა

22 მაისი, 2015 • • 899
აზერბაიჯანმა რიგის სამიტის დეკლარაციაზე ხელმოწერა გადაწყვიტა

დეკლარაციის ხელმოწერამდე, დღეს, 22 მაისს ევროპარლამენტის წევრი, მარტინ შულცი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობდა ხელი მოეწერა სამიტის საბოლოო დეკლარაციაზე. 

 

დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე ისიც განაცხადა, რომ ხელმოწერის პროცესამდე სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.

 

ტუსკის თქმით, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში ისაუბრეს იმის შესახებ, რომ “ევროკავშირსა” და “აღმოსავლეთ პარტნიორობას” ახალი ინსტრუმენტები სჭირდება, რომელიც ასახავს ევროკავშირის დიფერენცირებულ მიდგომას პროგრამის მონაწილე ქვეყნების მიმართ. 

 

“ჩვენ სრულიად ვიაზრებთ, რომ ჩვენ, ევროკავშირსა და “აღმოსავლეთ პარტნიორობას”, ახალი ინსტრუმენტები გვჭირდება. ეს იყო ალიევთან საუბრის ძირითადი თემა. ჩვენ დეკლარაცია არ განგვიხილავს”. 

 

აზერბაიჯანის მედიის ცნობით, სწორედ დონალდ ტუსკმა დაარწმუნა ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანს ხელი მოეწერა დეკლარაციაზე. 

 

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამა  ითვალისწინებს ევროკავშირის პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას საქართველოსთან, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბელარუსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რომელთაგან სამმა- საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ- უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი