ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანი: ევროპული დღის წესრიგი სომხეთისთვის მნიშვნელოვანია

22 მაისი, 2015 • • 1039
სარგსიანი: ევროპული დღის წესრიგი სომხეთისთვის მნიშვნელოვანია

“ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავარღმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან. ვფიქრობ, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილეების წევრობა რომელიმე სტრუქტურაში არ ზღუდავს მათ თანამშრომლობას სხვა სტრუქტურებთან. ამიტომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლით სომხეთი აგრძელებს ევროკავშირთან ურთიერთობების გაფართოებასა და გაღრმავებას”,- აცხადებს სარგსიანი. 

 

მისი თქმით, სომხეთმა დაბალანსებული ნაბიჯებით, სხვადასხვა ინტეგრაციული სისტემების თანხვედრის პრინციპებით, ბალანსითა და მრავალვექტორიანი თანამშრომლობით თავისი პოლიტიკის აგება შეძლო. 

 

მიუხედავად გუშინდელი პოზიციისა, სომხეთმა დღეს, 22 მაისს რიგის სამიტის დეკლარაციას ხელი მოაწერა.

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიიღწია სომხეთთან მომავალი ურთიერთობების მასშტაბებზე შეთანხმებას. 


რიგის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, დახურული შეხვედრების დროს, სომხეთი და ბელარუსი უარს აცხადებდნენ ხელი მოეწერათ ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ განცხადების ტექსტზე, რომელშიც რუსეთის მიერ ყირიმის “ანექსიაზე” იყო საუბარი. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი