ახალი ამბებირეკლამა

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში – ფრანგული კოსმეტიკის 9 ნაკრები

2 დეკემბერი, 2019 • 4695
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში – ფრანგული კოსმეტიკის 9 ნაკრები

თუ სადღესასწაულოდ მზადებას უკვე შეუდექით და საჩუქრების ძიებაც დაიწყეთ, PSP-ს ქსელი, დეკემბერში, ფრანგული კოსმეტიკის, „კოდალის“ ნაკრებების სერიაზე კარგ ფასდაკლებას გთავაზობთ. ნაკრებებს შორის იპოვით ყველა კანის ტიპისა და ასაკისათვის განკუთვნილ სახის მოვლის საშუალებებს. 

[blue_box]პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ[/blue_box]

„კოდალის“  საახალწლო ნაკრები „ვინოპერფექტი“ რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.

„ვინოპერფექტი“ გამოიყენება აკნეს, რუჯის შემდგომი  და ასაკობრივი ლაქების სამკურნალოდ. მისი შემადგენლობის 95% ნატურალურია. შეიცავს ვინიფერინს (ვაზის ცრემლს), რაც 62-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ვიტამინი C. ასევე, შეიცავს გლიკოლის მჟავას, რომელიც კანს განაახლებს და პაპაიას ექსტრაქტს, რაც კანის ერთგვაროვან ფერს უზრუნველჰყოფს.

ნაკრებში შედის „ვინოპერფექტის“ სახის შრატი (30 მლ) და საჩუქრად ღამისა (15 მლ) და ხელის კრემები (30 მლ). 

[blue_box]ნაკრები მშრალი კანისთვის[/blue_box]

სერია „ვინოსოურსი“ კი განკუთვნილია ახალგაზრდა კანის მოვლისთვის და რეკომენდებულია გაუწყლოებული, მშრალი კანისთვის. ის ღრმად ატენიანებს და კვებავს კანის უჯრედებს. შეიცავს ნატურალურ წარმოშობის ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: ბიოწარმოშობის ყურძნის წყალი, ჰიალურონის მჟავა და პოლიფენოლ ანტიოქსიდანტი.

ნაკრებში შედის „ვინოსოურსის“ სახის S.O.S შრატი და საჩუქრად განკუთვნილი „ვინოსოურსის“ სახის S.O.S კრემი (25 მლ).

[blue_box]გაუწყლოებული, ახალგაზრდა კანის მოვლისთვის [/blue_box]

სერია „ვინოსოურს სორბეტი“ განკუთვნილია ახალგაზრდა კანის მოვლისთვის და რეკომენდებულია გაუწყლოებული, მშრალი კანისთვის. 

ამ ნაკრების შეძენის შემთხვევაში მიიღებთ „ვინოსოურსის“ სახის კრემ „სორბეტს“ (40 მლ) და საჩუქრად „ვინოსოურსის“ S.O.S შრატსა და „ვინოსოურსის“ ნიღაბს (15 მლ).

[blue_box]საუკეთესო საშუალებაა მაკიაჟის ფიქსაციისთვის[/blue_box]

PSP ასევე გთავაზობთ „ბიუთი ელექსირის“ ნაკრებს, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი კანის ტიპისთვის, ნებისმიერ ასაკში. ამ ნაკრებში შედის: სილამაზის ელექსირი (100 მლ), საჩუქრად – დემაკიაჟის ქაფი (50 მლ) და დეტოქს ნიღაბი (15 მლ).

სილამაზის ელექსირი კრავს ფორებს, აუმჯობესებს კანის მიკრორელიეფს, მატებს კანს ჯანსაღ იერს და არის საუკეთესო საშუალებაა მაკიაჟის ფიქსაციისთვის.

მისი გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ შეანჯღრიოთ ბალონი და შეისხუროთ სახეზე (მოარიდეთ თვალს). გამოყენება შესაძლებელია ძირითადი მოვლის საშუალებამდე ან მის მერე.

[blue_box] ნაოჭების და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ[/blue_box]

„კოდალის“ ნაკრები PREMIER CRU განკუთვნილია ნაოჭების და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ. ნაკრებში შედის: თვალის კრემი (15 მლ), სასაჩუქრე შრატი (10 მლ) და სახის კრემი (15 მლ).

თვალის კრემი აუმჯობესებს თვალის ირგვლივ კანის ფერსა და სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭების სიღრმესა და რაოდენობას. აცხრობს შეშუპებას და აუფერულებს სიშავეს.

[blue_box]მიმიკური ნაოჭებისა და კანის გამკვრივებისთვის[/blue_box]

„კოდალის“ კიდევ ერთი საახალწლო ნაკრები, „რესვერატროლ ქაშმირი“ გამოიყენება მიმიკური ნაოჭებისა და კანის გამკვრივებისთვის. რეკომენდებულია მშრალი და ნორმალური კანის მოვლისთვის 25-28 წლიდან. ნაკრებში შედის: „რესვერატროლის“  სახის კრემი (50 მლ) და ასევე საჩუქრად „რესვერატროლის“ სახის შრატი (10 მლ), „რესვერატროლის“ თვალის კრემი (5მლ).

ყურძნის ყლორტებისგან დამზადებული „რესვერატროლი“ უზრუნველყოფს კანის უჯრედების მიერ ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სახის ოვალს.

[blue_box]ნაკრები ცხიმიანი კანისთვის [/blue_box]

ცხიმიანი კანისთვის კი, „კოდალი“ საახალწლო ნაკრებს VINOPURE გვთავაზობს. ნაკრებში შედის: ცხიმიანი კანის შრატი (30მლ) და საჩუქრად  ცხიმიანი კანის ლოსიონი (50მლ) და ცხიმიანი კანის დასაბანი გელი (30 მლ).

VINOPURE – ყურძნის პოლიფენოლი, 6 ეთერზეთის კომბინაციაა. მასში შედის ლავანდა, მელისა, მენთოლი, როზმარინი, გერანი (ანუ ბალბა) და ციტრონელის ზეთი. 

ეს კომბინაცია აფერხებს ცხიმის გამოყოფას და ფორების დახშობას. სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, „კოდალის“ VINOPURE შეიცავს ნატურალურ სალიცილის მჟავას, რომელიც მიიღება მცენარე Gaulthéria-სგან. 

[blue_box]კანის განსაკუთრებული, დაუვიწყარი სურნელისთვის [/blue_box]

კანის განსაკუთრებული სუნელებისათვის კი THÉ DES VIGNES-ის ნაკრები შეგიძლიათ შეიძინოთ.

მასში შედის: ჯონჯერის პარფიუმი (50 მლ), ჯინჯერის შხაპის გელი (50 მლ) და ტანის ლოსიონი (50 მლ).

ყურძნის, ხის მერქანის, ნეროლის, თეთრი მუშკის, ჯინჯერისა და ჟასმინის ნაზავი განსაკუთრებულ არომატს მიანიჭებს თქვენს კანს.

[blue_box]სახის გამწმენდი მაკიაჟის შემდეგ[/blue_box]

„კოდალის“ ნაკრები გამწმენდი ტრიო კი, რომელიც დემაკიაჟის ქაფის (50 მლ) ექსფოლიატის [ამქერცლავი] (15 მლ) და დეტოქსის ნიღაბისგან (15 მლ)  შედგება, სახის გაწმენდისა და სიჯანსაღის საწინდარია. ექსფოლიანტი კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, დეტოქს ნიღაბი აუმჯობესებს კანის ფერს და ამცირებს ტოქსინებს, დემაკიაჟის მსუბუქი ქაფი კი კანს აშორებს ყოველდღიურ ჭუჭყსა და მაკიაჟს.

მასალების გადაბეჭდვის წესი