ახალი ამბები

კიევში დეპუტატზე თავდასხმისას მისი 3 წლის შვილი დაიღუპა

2 დეკემბერი, 2019 • 1283
კიევში დეპუტატზე თავდასხმისას მისი 3 წლის შვილი დაიღუპა

კიევის საკრებულოს დეპუტატის მანქანას დაუდგენელმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 3 წლის ბავშვი დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.

ბავშვი კიევის საკრებულოს წევრისა და ბიზნესმენის, ვიაჩესლავ სობოლევის შვილი იყო. როგორც “უნიანი” წერს, უკრაინული პოლიციის ცნობით, სწორედ სობოლევზე იგეგმებოდა თავდასხმა, თუმცა სროლისას დეპუტატის შვილი დაიჭრა. ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობის შედეგად ბიჭი რეანომობილში, საავადმყოფოს გზაზე დაიღუპა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, “რეინჯ როვერის” მარკის მანქანა, რომლითაც სობოლევი გადაადგილდებოდა, ეკუთვნის კომპანიას, რომელიც დონბასში ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე გამოძიებაში ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი