ახალი ამბები

ვერ დავტოვებთ ქვეყანას, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ – გვარამია

1 დეკემბერი, 2019 • 1620
ვერ დავტოვებთ ქვეყანას, სადაც თავისუფლება მოვიპოვეთ – გვარამია

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი საქართველოს დატოვებას არ აპირებენ. ამის შესახებ მან გადაცემა “მთავარი აქცენტების” მონოლოგში განაცხადა.

მან მონოლოგში ისაუბრა 2015 წელს განხორციელებულ ზეწოლებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს შეექმნათ. გვარამიას თქმით, ნოემბრის ბოლოს მისი ოჯახის წევრების თვალთვალის ამსახველი კადრების გაგზავნით მას სწორედ ეს მესიჯი გაუგზავნეს:

“მე ვიცი ამ ვიდეოს რა შინაარსი აქვს, წადი და წაიყვანე შენი შვილები”, – ამბობს გვარამია.

თუმცა “მთავარი არხის” დამფუძნებლის თქმით, ის არ აპირებს დატოვოს ქვეყანა, სადაც მოიპოვა თავისუფლება და აპირებს ბოლომდე იბრძოლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი