ახალი ამბები

აქცია ვერის ბაღში რუსთაველზე პროტესტის წინააღმდეგ

1 დეკემბერი, 2019 • 1877
აქცია ვერის ბაღში რუსთაველზე პროტესტის წინააღმდეგ

ვერის ბაღში საპროტესტო აქცია გაიმართა სახელწოდებით: “არა ნაცებს, არა ბოროტებას”. აქცია ფეისბუკზე დაორგანიზცდა და მისი ინიციატორი მსახიობი ბესო ზანგურია.

აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები.

“განა ეს არის ჩვენი საქართველო, რაც დღეს რუსთაველზე ხდება?”, – აცხადებს ბესო ზანგური. ის ასევე ითხოვს, რომ დასჯადი გახდეს “პატრიარქისა და რელიგიის შეურაცხყოფა”.

“სამოქალაქო პროტესტი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ რასაც დღეს ნაციონალური მოძრაობა ანხორციელებს. ეს უნდა დამთავრდეს. ეს უნდა მორჩეს. ხალხის დრო დადგა. ნუ გავაჩერებთ დროს რომელიც ძალიან ძვირი ხდება ჩვენი უმოქმედობით!ჩვენი სიჩუმით”, – წერს ბესო ზანგური ფეისბუკზე გავრცელებულ ანონსში.

აქციას შეუერთდა ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი