ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში მიიჩნევენ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა

19 მაისი, 2015 • • 1044
სოხუმში მიიჩნევენ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა

“საქართველოს არ სჭირდება სამოქმედო გეგმა NATO-ში შესასვლელად, მთავარი საფრთხე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას – ეს არის კრემლის პოლიტიკა”, – განაცხადა აშშ-ის ანალიტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა. 

 

სოხუმის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, უილსონმა დაფარულად თქვა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება შორეული პერსპექტივაა. 

 

“ნათელია, რომ ეს ამოცანა საქართველოსთვის და მისი მოკავშირეებისთვის ნაკლებად რეალისტურია. სანამ რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური კონფრონტაცია არ დასრულდება, NATO-ს წევრები ყველანაირად შეაფერხებენ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას”. 

 

მისივე თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას შეაფერხებს, არის ალიანსის ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების კოლექტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს საბრძოლო კონფლიქტების დროს სხვა ქვეყნებთან. 

 

“ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტების დროს ნატო-ში საქართველოს წევრობა მიზანშეწონილი არ იქნება”. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი