ახალი ამბები

იმედი გვაქვს, გამოავლენენ დემოკრატიული განვითარების ერთგულებას – რუდი

30 ნოემბერი, 2019 • 1042
იმედი გვაქვს, გამოავლენენ დემოკრატიული განვითარების ერთგულებას – რუდი

„გვიხარია, რომ ეს დიალოგი დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრის დაწყების წინ სასტუმრო ბილტმორში.

დღეს, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან დიპლომატების თანდასწრებით. შეხვედრის დაწყების წინ ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„როგორც გახსოვთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან ერთად, გამოთქვა იმედი და მოუწოდა დიალოგისკენ მას შემდეგ, რაც 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა.  ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს დიალოგი დღეს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიალოგი იქნება შესაძლებლობებისა და გადაწყვეტილების მოძებნის საშუალება, ვიდრე რამე ვარიანტის გამორიცხვა“.

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს USAID-ის მეშვეობით აღნიშნულ შეკრებას და ასევე, ძალიან მოხარული ვართ, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი არიან ვენეციის კომისიის წევრები, რომლებიც გააზიარებენ საკუთარ რჩევებსა და საექსპერტო შეხედულებებს. ჩვენც აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს“, – განაცხადა მან.

ელმჩა ასევე განაცხადა: „იმედი გვაქვს, შეხვედრის მონაწილეები გამოავლენენ, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია, დაეყრდნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და გამოავლენენ ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი