ახალი ამბები

ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

29 ნოემბერი, 2019 • 2113
ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

“ლეიბორისტული პარტიის” ინფორმაციით, მათი პარტიის წევრს, ლაშა ჩხატრიშვილის თბილისის საქალაქო სასამართლომ 8- დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესით პოლიციამ დღეს, 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავა. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგუვამ ნეტგაზეთს უთხრა, ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ გამართა, სადაც გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა. წულუკიანს შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე პოლიციის დახმარებით მოუწია ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის დატოვება. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი