ახალი ამბები

“ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისს ქუთაისში კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

29 ნოემბერი, 2019 • 1239
“ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ს ოფისს ქუთაისში კვერცხები და ცოცხები დაუშინეს

ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არიან შეკრებილი. როგორც ენმ-ის წევრმა ბესიკ ბრეგვაძემ ნეტგაზეთს უთხრა, შეკრებილები შენობის მიმართულებით კვერცხებსაც ისროდნენ.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. კვერცხების გარდა, ოფისთან ცოცხებიც მიიტანეს.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ მათი პარტიის ოფისზე შეტევა “ქართული ოცნების” ლიდერებმა წაახალისეს. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ დღეს თქვა, რომ მათ ოპოზიციური საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი