ნეტგაზეთი | MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა – Netgazeti
RU | GE  

MYMARKET-ის ისტორიაში ყველაზე დიდი განახლება უკვე გაეშვა

Mymarket-ის განახლებული ვებგვერდი, www.mymarket.ge მოხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია და მასზე 100 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ნივთი თუ მომსახურებაა განთავსებული.

განახლებაზე მუშაობა 2019 წლის თებერვალში დაიწყო და მას წინ მრავალთვიანი კვლევები უძღოდა, რომლის მთავარი კითხვა იყო: „როგორ გავხადოთ MYMARKET უფროსაშენო?“.  240 დღიანი უწყვეტი მუშაობის და 2 თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ, სრულად განახლდა ვებ-გვერდის დესკტოპ ვერსია.

შედეგად, შეიცვალა მთავარი გვერდი, რომელიც ყველა მომხმარებლის ინტერესებს ერგება. უფრო დახვეწილი გახდა ძებნის ფუნქციონალი, სადაც ე.წ. „ემოჯითაც“ კი არისშესაძლებელი ნივთის ან მომსახურების პოვნა და შეძენა. Mymarket-ს დაემატა „საშენო ფასის“ შეთავაზების მოდული, რაც როგორც გამყიდველს, ასევე მყიდველს შოპინგისპროცესს უმარტივებს.  განცხადების დამატება ახლა უფრო მარტივი და კომფორტულია, ვებგვერდს დაემატა Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციაც,  რომლითაც შეწყვეტილიგანცხადების დამატების გაგრძელებაა შესაძლებელი. გაუმჯობესდა არაერთი პატარა დეტალი, რომელმაც MYMARKET უფრო „საშენო“ გახადა.

მალე, ვებგვერდის  მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება დაიწყება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, ონლაინ განვადებაც იქნება ხელმისაწდომი.

Mymarket-ის განახლება MY.GE-ს ბრენდის პლატფორმისა და ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მთავარი დაპირებაა: “ ყოველთვიურად პერსონალური გამოცდილების შექმნა 2.2მილიონი ვიზიტორისთვის, რათა მარტივად ნახო საშენო!“.

ელექტრონული კომერციის პლატფორმა, MYMARKET-ი, რომელსაც  ყოველთვიურად 900,000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, უკვე 16 წელია არსებობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი