ახალი ამბები

ხაზარაძე და უსუფაშვილი, სავარაუდოდ, ერთად წარადგენენ ახალ პლატფორმას

29 ნოემბერი, 2019 • 1492
ხაზარაძე და უსუფაშვილი, სავარაუდოდ, ერთად წარადგენენ ახალ პლატფორმას

მამუკა ხაზარაძე, სავარაუდოდ, დავით უსუფაშვილთან ერთად წარადგენს ახალ საკონსულტაციო პლატფორმას.

“ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ ტვ პირველის ეთერში დააანონსა ახალი კავშირის შექმნა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, რომელიც გააჩენს „ორი გაბატონებული ძალის“ ალტერნატივას, თუმცა ჯერჯერობით არ დაუსახელებია, კონკრეტულად ვისთან ერთად აპირებს განცხადების გაკეთებას.

„ეს არ არის ჯერ გაერთიანება, ეს არის ერთობლივი კონსულტაცია და იმ ალტერნატიული ცენტრის მშენებლობის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც იქნება ალტერნატივა ამ ორი გაბატონებული ძალისა, რომლის ტყვეობაში ვართ დიდი ხანია და რის გამოც შეიქმნა ლელო, რომ შეცვალოს პარადიგმა. ეს იქნება ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში 28 ნოემბრის საღამოს.

პრეზენტაცია სასტუმრო “რუმსში” დღეს,  17:00 საათზე გაიმართება.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ერთ-ერთი, ვინც “საკონსულტაციო პლატფორმას” “ლელოსთან” ერთად ქმნის, შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი