ახალი ამბები

აქტივისტებმა შსს-სთან შეშა მიიტანეს

29 ნოემბერი, 2019 • 529
აქტივისტებმა შსს-სთან შეშა მიიტანეს

აქტივისტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ და შეშა მიიტანეს. როგორც ისინი ამბობენ, ამ გზით  პოლიციის მიერ რუსთაველის გამზირზე შეკრებილთათვის შეშის წართმევის პრაქტიკას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, შსს-ს განცხადებითაც მიმართავენ, რომ გამოძიება დაიწყონ, “რათა შეშა ისეთი საშიში მიზნებისთვის არ იქნას გამოყენებული, როგორც ადამიანის გათბობაა”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე დაცვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები დახვდათ, რომლებიც შსს-ს კანცელარიაში არ შეუშვეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა შსს-ს ღობეს  სიმბოლურად ბოქლომიც დაადეს:

“წარმოუდგენელი ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც ადამიანებს ეზღუდებათ შესვლა და განცხადების ჩაბარება და მიმართვა შსს-სთვის” ,- ამბობს ზვიად კუპრავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი