ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

თბილისში სპექტაკლის გამართვის უფლება მოგვცეს, ჩვენთან, ბაქოში – არა – თეატრის დირექტორი [ვიდეო]

29 ნოემბერი, 2019 • 3462
თბილისში სპექტაკლის გამართვის უფლება მოგვცეს, ჩვენთან, ბაქოში – არა – თეატრის დირექტორი [ვიდეო]

ავტორი: გუნელ მევლუდი


ელმინ ბადალოვი, აზერბაიჯანის ახალგაზრდული თეატრის, ADO – ს დირექტორია. თეატრს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსთან და ბაქოს მერიასთან სასამართლო დავები აქვს – თეატრს ქუჩის სპექტაკლების ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

“იძულებული გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა. უკვე ერთი წელია, კულტურის სამინისტროსთან დავა გვაქვს. 2019 წლის ოქტომბერში კი მერიის წინააღმდეგაც შევიტანეთ საჩივარი, რადგანაც არც ეს უწყება გვაძლევს ქუჩებში წარმოდგენების გამართვის უფლებას. ისინი არ პასუხობენ ჩვენს ოფიციალურ მიმართვებს. ან პასუხობენ, რომ წერილის ადრესატები არ არიან. მაშ, ვის უნდა მივმართოთ. არც ამაზე გვპასუხობენ რამეს”.

ერთ-ერთ ღონისძიებაზე აზერბაიჯანის კულტურის მინისტრს, აბდულვას ქარაევს შევხვდი და მოვთხოვე, ჩვენს საჩივარზე ეპასუხა. ის უხეშად მელაპარაკა, ცდილობდა გავეჩუმებინე, მაგრამ ვუთხარი, რომ უნდა მომისმინოს.

მაგალითად მოვუყვანე, რომ საქართველოში გავმართეთ სპექტაკლები და თბილისში ჩვენს მიმართვაზე სამი საათის განმავლობაში უპასუხეს. მაშ, რატომ არ გვპასუხობს ჩვენივე სამინისტრო უკვე ორი წელია?!


მასალების გადაბეჭდვის წესი