ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

IDFI: აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გადასვლის დროს დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

18 მაისი, 2015 • • 1370
IDFI: აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში გადასვლის დროს დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრციულ საზღრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტები როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

IDFI-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგებულია და დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს – 512 პირი, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) – 139 პირი.

 

“რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს მოქალაქეების საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის უკანონო დაკავებების თვალსაზრისით, აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით როგორც 2013, ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა”. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი