ახალი ამბები

დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ – ოპოზიცია

29 ნოემბერი, 2019 •
დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ – ოპოზიცია

პარლამენტთან მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, პიკეტირების თავიდან ასაცილებლად მმართველი პარტიის დეპუტატები პარლამენტში გამთენიისას შევიდნენ.

უმრავლესობის წევრის, დაჩი ბერაიას ცნობით, ის პარლამენტში 09:30 საათზე მივიდა. მიზეზი კი უმრავლესობის სხდომაა.

პარლამენტთან მომიტინგეები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, წინა დღეებისგან განსხვავებით, რაოდენობრივად ცოტა.

პარლამენტში 10 საათიდან კომიტეტების სხდომებია დაგეგმილი, 12 საათზე უნდა გაიმართოს პლენარული სხდომაც.

დღეს, გუშინდელისაგან განსხვავებით, პარლამენტის მიმდებარე ქუჩები სამართალდამცველებს რკინის კონსტრუქციებით არ ჩაუხერგავთ.

მიტინგის ორგანიზატორებს, ოპოზიციასა და აქტივისტებს დღეს პარლამენტის პიკეტირება აქვთ დაანონსებული. თუმცა, როგორც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს ფორმულასთან, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში გამთენიისას შევიდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი