ახალი ამბები

CNN: ტრამპი ნატოში შენატანს ამცირებს, დანაზოგის ნაწილით საქართველოს ეხმარება

28 ნოემბერი, 2019 •
CNN: ტრამპი ნატოში შენატანს ამცირებს, დანაზოგის ნაწილით საქართველოს ეხმარება

CNN იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, მნიშვნელოვნად შეამციროს ნატოს დაფინანსება. მედიასაშუალება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ გზით დაზოგილი ფულის ნაწილით აშშ აპირებს, საქართველოსა და უკრაინას დაეხმაროს.

ამჟამად აშშ-ის კონტრიბუცია ნატოს ბიუჯეტში 22%-ია, თუმცა ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, ეს მაჩვენებელი 16%-მდე შეამციროს. საუბარია არა წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტზე, რაც წევრი ქვეყნების მშპ-ის 2% უნდა იყოს, არამედ ნატოს საორგანიზაციო ხარჯების პირდაპირ ბიუჯეტზე, რაც CNN-ის თანახმად, შედარებით ნაკლებია — 2.5 მლრდ აშშ დოლარი.

როგორც CNN წერს, მათმა წყარომ, თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ის თანხა, რასაც ამ გზით აშშ დაზოგავს, გამოყენებული იქნება აშშ-ის სამხედრო და უსაფრთხოების პროგრამებზე ევროპაში, მათ შორის პროგრამებზე ნატოს არაწევრ ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში, რომლებსაც აშშ-ში განიხილავენ, როგორც რუსეთთან „ფრონტის ხაზზე მდგარ სახელმწიფოებს“.

ნახეთ ასევე:

$4.4 მლრდ 28 წელიწადში – აშშ-ის გამოყოფილი თანხა საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი