ახალი ამბები

სიღრმისეული და ძალიან საჭირო ანალიზი – ცქიტიშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე

28 ნოემბერი, 2019 • 808
სიღრმისეული და ძალიან საჭირო ანალიზი – ცქიტიშვილი ივანიშვილის ინტერვიუზე

“კარგად მესმის, რომ ოპოზიციური ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის მოსმენა, რაც ჩვენ ინტერვიუში მოვისმინეთ, მაგრამ აუცილებელია იმ რეალობის შეფასება და პროცესების სწორი ანალიზი, რაც გუშინ ვიხილეთ”, – ასე გამოეხმაურა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა. 

„მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერისგან მოვისმინეთ ახსნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ სურვილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. ამომწურავი ანალიზი გაკეთდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე დანაშაული მიგვიძღვის დემოკრატიული პროცესების ან საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ მიზეზების ანალიზი, თუ რატომ გვაქვს დღეს ის ვითარება, როდესაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის განვითარებული, როდესაც არ არის ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია, რატომ არ არის ჯერ კიდევ პროგრამებზე ჭიდილი, რატომ არ გვაქვს ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ეს ანალიზი, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ისევე როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო და, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი