ახალი ამბები

87% პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხმრობა – “ფორმულის” და ედისონის კვლევა

28 ნოემბერი, 2019 •
87% პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეხმრობა – “ფორმულის” და ედისონის კვლევა

ტელეკომპანია “ფორმულის” დაკვეთით ედისონ რისერჩის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 87% ემხრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

ფორმულის ცნობით, გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ სრულად ეთანხმება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მეტ-ნაკლებად ემხრობა – 27%.

ტელეკომპანიის ცნობით, “ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობისა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.

კვლევის სხვა შედეგი იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი