აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება უნდა გადაეცეს სრულაიდ საქართველოს ეროვნუყრილ ყრილობას, რომელიც დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას და განსაზღრავს ახალი არჩევნების ჩატარების ვადებს. მათი აზრით, უნდა შეიცვალოს კაპიტალისტური სისტემა:
“კაპიტალისტურმა სისტემამ თავისი დრო მოჭამა. უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, რადგან ყველგან კრახი განიცადა. კაპიტალიზმი კრიზისშია. თუ ასე გაგრძელდა, მალე დადგება საკითხი, ადამიანი დედამიწაზე იყოს თუ არ იყოს? უნდა აღდგეს სამართლიანობა და ამ მოთხოვნით ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელსაც 1,9 მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი, რომელიც საქართველოში კაპიტალისტური სისტემის შეცვლას ითხოვს” – განაცხადა ჯემალ ჯავახიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის წევრია.
მისი ინფორმაციით, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის წევრები დღეს საქართველოს პარლამენტთან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობას დაიწყებენ.







