ახალი ამბები

“აი, ორუელის გენიოსობა” – ივანიშვილის ინტერვიუს ანონსი გავრცელდა

27 ნოემბერი, 2019 • 4315
“აი, ორუელის გენიოსობა” – ივანიშვილის ინტერვიუს ანონსი გავრცელდა

“იმედის” გადაცემა “სვოტ ანალიზის” ავტორმა ნიკა ლალიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს გადაცემის ბოლოს, სავარაუდოდ, აჩუქა ჯორჯ ორუელის წიგნი “1984”.

გადაცემა, რომელშიც მაყურებელი ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს იხილავს, დღეს, 22 საათზე, გავა იმედზე. გადაცემის ანონსში ჩანს ივანიშვილი “1984”-ით ხელში და ამბობს.

“აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება?! მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს”, – ამბობს ექსპრემიერი გადაცემის ანონსში.

“ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ვნახოთ გადაცემა”, – უთხრა ლალიაშვილმა ნეტგაზეთს, როდესაც ვკითხეთ, ნამდვილად აჩუქა თუ არა “1984” ბიძინა ივანიშვილს.

გადაცემის სტუმრებისთვის სხვადასხვა წიგნის ჩუქება “სვოტ ანალიზის” ერთგვარი ტრადიციაა, მაგალითად, სუს-ის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს ლალიაშვილმა მიშელ უელბეკის “მორჩილება” აჩუქა.

მასალების გადაბეჭდვის წესი