ახალი ამბები

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

27 ნოემბერი, 2019 • 1520
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაკტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნული სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა:

„პროექტების განხორციელების პროცესში არის გამოწვევები, პრობლემები, შეფერხებები, არის მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილებაც შექმნილი,
დისკომფორტიდან გამომდინარე. თუმცა, როდესაც პროექტი სრულდება, ვხედავთ ძალიან ხარისხიანად შესრულებულ სამუშაოებს. ამ პროექტების უკან დგანან ჩვეულებრივი ადამიანები, ვისაც მართლაც 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და ზედამხედველობა.

ძალიან მძიმე და რთულია ამ გრაფიკში მუშაობა, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია, თუ გვინდა, წარმატებული ქალაქი ვიყოთ. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ის სამშენებლო კულტურა, რომ ტენდერში გაიმარჯვოს კომპანიამ და წყნარად ვიყოთ, რომ ის ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს გალაკტიონ ბუაძე 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი