კვიპროსის, კერძოდ ნიქოზიის სასამართლომ საქართველოს 40 წლის მოქალაქე გ.ბ-ს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს 56 წლის ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მკვლელობა 2018 წლის 12 ნოემბერს მოხდა.
56 წლის ქალი საკუთარ მანქანაში დანით, ყელში მიყენებული ჭრილობებით მოკლეს და ფული მოიპარეს. საუბარია 1500 ევროზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.