რამდენიმე საათის წინ 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ალბანეთში. ეპიცენტრი დედაქალაქ ტირანადან 30 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის შედეგად დაინგრა შენობები და საავტომობილო გზები. როგორც ბრიტანული მედიასაშუალება The Guardian იტყობინება, დაღუპულია, სულ მცირე, 7 ადამიანი, 300-ზე მეტი კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს, რადგან არაერთი შენობაა ჩამონგრეული.

მიწისძვრა ალბანეთში. 26 ნოემბერი, 2019. EPA-EFE/MALTON DIBRA