ახალი ამბები

ჩუგოშვილს პოლიტიკაში კომპეტენტურად არ მივიჩნევ – წულუკიანი

25 ნოემბერი, 2019 • 1612
ჩუგოშვილს პოლიტიკაში კომპეტენტურად არ მივიჩნევ – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერს, თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკაში კომპეტენტურად არ მიიჩნევს, რადგან მან „პირველი სირთულის შემდეგ“ დატოვა გუნდი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ირაკლი აბსანძის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა თამარ ჩუგოშვილი მისი თანაგუნდელი და მიიჩნევს თუ არა მას კომპეტენტურად, წულუკიანმა განაცხადა:

„გააჩნია, რაში… პოლიტიკაში მე მას კომპეტენტურად არ მივიჩნევ, იმიტომ, რომ პირველივე სირთულის შემდეგ თქვა, რომ მიდის. სად მიდიხარ, რამ გაგანაწყენა? რაში არის კომპეტენტური, გააჩნია“.

მასალების გადაბეჭდვის წესი