ახალი ამბები

პილოტი ფრენისას ცუდად გახდა და მოგვაინებით გარდაიცვალა, თვითმფრინავი ავარიულად დასვეს

25 ნოემბერი, 2019 • 1438
პილოტი ფრენისას ცუდად გახდა და მოგვაინებით გარდაიცვალა, თვითმფრინავი ავარიულად დასვეს

რუსეთში “აეროფლოტის” თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემდეგ ერთ-ერთი პილოტი გარდაიცვალა.

რუსული Tass წერს, რომ ეკიპაჟის წევრი ფრენისას ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად როსტოვში დასვეს, პილოტი კი მალევე სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა.

გამოცემის ცნობით, 24 ნოემბერს თვითმფრინავის (Airbus 320) მეორე პილოტი შეუძლოდ გახდა დაახლოებით დილის 10 საათისთვის. თვითმფრინავთან როსტოვში სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა 49 წლის კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“აეროფლოტის” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი