ახალი ამბები

მდინარაძე პოლიციას მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებისკენ მოუწდებს

25 ნოემბერი, 2019 • 1014
მდინარაძე პოლიციას მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებისკენ მოუწდებს

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს სამართალდამცველებს, მაქსიმალური სიფრთხილით აღკვეთონ ნებისმიერი სახის უსამართლობა, რომელიც შესაძლოა, პარლმენტთან აქციის დროს მოხდეს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

მდინარაძე ამბობს, რომ თუ ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, დაარღვევენ კანონს – სახელმწიფო ადეკვატურად იმოქმედებს.

მისივე თქმით, 18 ნოემბერსაც მოწუოდა მმართველმა გუნდმა სამართალდამცველებს, “რომ იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით, რომ ადამიანების ჯანმრთელობას გმოხატვის თავისუფლეასთან ერთად გავუფრთხილდეთ – ეს არის ჩვენი ვალი, ჰუმანურობის პრინციპიდან უნდა გამოვიდეთ“.

თუმცა მდინარაძე ასევე დასძენს, რომ სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია, არ დაუშვას პარლამენტის ბლოკირება.

“მე სპეციალურ საშუალებებზე არ ვლაპარაკობ, ეს არ არის ჩემი საქმე – რა ზომა, რა ფორმით, სპეცნაზი იქნება, პოლიცია იქნება თუ სხვა, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ჩემთან კითხვა არ არის.

მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ვალდებულების შესახებ, რომ უკანონობა უნდა აღკვეთონ სამართალდამცავმა ორგანოებმა, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებ მათ, მაქსიმალური სიფრთხილით გააკეთნ ეს, როდესაც ამის საჭიროება იქნება, რომ გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობასა და გამოხატვის უფლებას”-ამბობს მდინარაძე.

მომიტინგეები პარლამენტის პიკეტირებას იწყებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი