პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გირჩის წევრების მიერ დღეს გამართულ აქციას ხატთმებრძოლეობად აფასებს.
“ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!”, – წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუკზე.
“გირჩის” აქტივისტებმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.
აქციის მონაწილეებმა “ხატებით” ხელში , რომლებზეც ბიძინა ივანიშვილია გამოსახული, რუსთაველიდან სოლოლაკში, ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს. აქტივისტებმა ივანიშვილს უმღერეს “ვხედავ მეცხვარეს”. აქცია-პერფორმანსი “მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან” იმავე სტილში იმართება, როგორც მრევლი უმღერის მღვდელმსახურებაშეჩერებულ ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილი).