“ქართული ოცნების” პარტიის მხარდამჭერების 36 პროცენტისთვისაა მისაღები არაა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, ხოლო 24 პროცენტს ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების 23 პროცენტი უჭერს მხარს საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, 56 პროცენტი წინააღმდეგია. თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერების 28 პროცენტს სურს ევრაზიულ კვაშირში გაწევრიანება, იგივე სურვილი პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერების 35-მა პროცენტმა გამოთქვა.

NDI-ის კვლევით, ჯამში, მოსახლეობის 31 პროცენტი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 41 პროცენტისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება, ხოლო 27 პროცენტს პასუხი არ აქვს. რაც შეეხება პარტიების მხარდამჭერების მოსაზრებების უფრო კონრეტულ დიაგრამას, NDI-იმ ნეტგაზეთს ის დღეს მიაწოდა.

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *