ახალი ამბები

მე-3 კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა მოგზაურობაში 700 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი

25 ნოემბერი, 2019 • 821
მე-3 კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა მოგზაურობაში 700 მილიონი ლარი დახარჯეს – საქსტატი

2019 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს 526 600-მა რეზიდენტმა იმოგზაურა, ვიზიტების ჯამური რაოდენობა კი 700 ათასამდე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებიდან 418 ათასი იყო ტურისტული, 282 ათასი კი- ექსკურსიული ტიპის ვიზიტი.

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთში, აზერბაიჯანსა და ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა. ამასთან, III კვარტალში ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა დაახლოებით 700 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მონაცემების მიხედვით, ერთი ადამიანი საზღვარგარეთ ვიზიტზე საშუალოდ 857 ლარს ხარჯავს.

საქსტატის III კვარტლის მონაცემებით, საზღვარგარეთ თითოეულ ვიზიტზე ერთ ადამიანი საშუალოდ, 4.5 ღამეს ათევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი