ახალი ამბები

NDI: 59%-ის აზრით, ივანიშვილი რჩება მთავრობის საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად

13 მაისი, 2015 • • 1253
NDI: 59%-ის აზრით, ივანიშვილი რჩება მთავრობის საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად

14 პროცენტი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა. 4 პროცენტი არც ერთ ზემოხსენებულ მოსაზრებას არ ეთანხმება. 23-მა პროცენტმა საკუთარი მოსაზრება არ დააფიქსირა.


41 პროცენტის აზრით, სასურველი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 30 პროცენტის თქმით, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. 6 პროცენტის აზრით, სასურველია, რომ ივანიშვილი იყოს პოლიტკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. 23 პროცენტს ამ საკითხზე თავისი მოსაზრება არ დაუფიქსირებია.


 

კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი – 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს.


მასალების გადაბეჭდვის წესი