ახალი ამბები

ძამის ხეობაში ხანძარია

24 ნოემბერი, 2019 • 1360
ძამის ხეობაში ხანძარია

ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში ხანძარია. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია.

საგანგებოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თქმით, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი